რა გეგმა აქვს ოპოზიციას და შეძლეს თუ არა მხარეებმა ინტერესთა დაახლოება - Palitra News

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და შეძლეს თუ არა მხარეებმა ინტერესთა დაახლოება

2026-06-03 20:53:43+04:00

,,საქართველო იმსახურებს უკეთესს’’ - ამ ლოზუნგით, ოპოზიციურმა ალიანსმა ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა ჯერ კიდევ გასულ კვირას დაანონსა, თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ ჯერ არ საუბრობენ. ალიანსის შიგნით, როგორც ლოზუნგს, ისე სამოქმედო გეგმას კრიტიკოსებიც ჰყავს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკითხი ქვეყნის გადარჩენაზე დგას და არა საუკეთესო ვარიანტებიდან, უკეთესის ამორჩევაზე. პარტიის შიგნით დაპირისპირება უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილებას არა მხოლოდ ალიანსის სამოქმედო გეგმა, არამედ ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებიც იწვევს. საპასუხოდ ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილს ეგოისტური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს. დანარჩენი ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმა საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებებსა და განცხადებებზე კონკრეტული მტკიცებულებებითა და დეტალური განმარტებებით უნდა ისაუბრონ.