ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს. მისივე თქმით, ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.