საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები, ევროკავშირთან ურთიერთობები, ნატო-ში ინტეგრაცია და აშშ-სთან თანამშრომლობის გადატვირთვა - ეს მიმართულებები პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშშია გამოკვეთილი. დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ვაშინგტონთან ურთიერთობების განახლებაზე. ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის პარტნიორობის გაღრმავებისთვის, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით. მთავრობის შეფასებით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა და ქვეყნის სუვერენიტეტისა თუ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებით მუშაობა გააგრძელა.