ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ მიზანი დასახა: მიაღწიოს, რომ რუს პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდეთ - რუს პარტნიორებს ვუთხარი: თქვენთან არ ვიომებთ, არ ვიკამათებთ, მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ მიზანი დასახა: მიაღწიოს, რომ რუს პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდეთ - რუს პარტნიორებს ვუთხარი: თქვენთან არ ვიომებთ, არ ვიკამათებთ, მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს

2026-06-03 22:23:39+04:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა.

“რუსეთის პრეზიდენტმა 1-ელ ივნისს დამირეკა, რათა დაბადების დღე მოელოცა, მაგრამ ჩვენ ასევე გვქონდა საქმიანი შეხვედრები და შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ ჩავალ [რუსეთში], შევხვდებით და ყველა მიმდინარე საკითხს მოვაგვარებთ” , - განაცხადა ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ამ კონტექსტში სომხურ-რუსული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ქოჩარიანი, სამველ კარაპეტიანი და გაგიკ ცარუკიანი სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

“სამთავიანმა ომის პარტიამ მიზანი დასახა - მიაღწიოს, რომ ჩვენს რუს პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდეთ. ჩვენს რულ პარტნიორებს ვუთხარი: თქვენთან არ ვიომებთ, არ ვიკამათებთ, დებატებში, სიტყვებით ომში არ შევალთ, მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ, მაგრამ ასევე, არ ვიმოქმედებთ ჩვენი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც,” - განაცხადა ფაშინიანმა.