შეძლებს თუ არა "ოცნება" აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას - Palitra News

შეძლებს თუ არა "ოცნება" აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას

2026-06-04 09:54:51+04:00

ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტონს ინარჩუნებს - ამერიკის სახელწმიფო მდივანი პირდაპირ აცხადებს რომ ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებისთვის აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტრაექტორიის ცვლილება დაინახონ. არადა, ოფიციალური თბილისი უკვე დიდი ხანია აცხადებს რომ ის ვინც საკუთარი დამოკიდებულებები უნდა შეცვალოს ამერიკული მხარეა, რადგან ორმხრივი ურთიერთობა სწორედ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო ნაბიჯების გამო გაფუჭდა. ამერიკის პირველი დიპლომატი, მარკო რუბიო აცხადებს იმასაც რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულმა მხარემ ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი დაადასტურა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მარკო რუბიოს გზავნილი "ქართული ოცნებისთვის" მძიმე რეალობის შეხსენებაა. მათივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი რომ თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები თბილისიდან, არ იქნება შემხვედრი ქმედება ვაშინგტონიდან.