რა მოლოდინები აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ - Palitra News

რა მოლოდინები აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

2026-06-04 09:56:02+04:00

მივა თუ არა რამდენიმე თვიანი უწყვეტი პროტესტი კონკრეტულ შედეგამდე - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ მოლოდინი რომ უახლოეს პერიოდში მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის საკითხი დადებითად გადაწყდება. ასეთი განცდა მშობლებს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაუჩნდათ, სადაც მხარეებმა დაავადების მკურნალობის დასავლური სტანდარტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. უკვე ცნობილია რომ უახლოეს დღეებში მშობლებსა და საქართველოს მთავრობას შორის განმეორებითი შეხვედრაც გაიმართება. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს ეს საკითხი ბავშვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გადაწყდება.