ვინ იყენებს სათავისოდ პროტესტს - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მკაფიოდ აცხადებენ რომ მათი პროტესტი არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული არაა - Palitra News

ვინ იყენებს სათავისოდ პროტესტს - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მკაფიოდ აცხადებენ რომ მათი პროტესტი არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული არაა

2026-06-04 09:57:15+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მკაფიოდ აცხადებენ რომ მათი პროტესტი არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული არაა. საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე ბოლო პერიოდში აქტიურად „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა. მათი განცხადებით, ზოგიერთი აქტორი ბავშვების თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ოპოზიციას მიაჩნია რომ მძიმე გენეტიკური დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ვიწროპარტიული საკითხი ვერ იქნება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.