გაიყოფა თუ არა ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური ალიანსის გზები - ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ამბობენ რომ მათი მხრიდან ერთობის დატოვების სურვილი არ არსებობს, თუმცა არ მალავენ რომ ალიანსში შემავალ ზოგიერთ პარტიასთან უკიდურესი აზრთასხვადასხვაობა გააჩნიათ. თავის მხრივ ალიანსის შემადგენლობაში მყოფი სხვა პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ ურთიერთბრალდებების ნაცვლად სწორება სამოქმედო გეგმაზე უნდა გაკეთდეს, რის საფუძველზეც საპროტეტსო მოძრაობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. უკვე ცნობილია რომ პარტია ფედერალისტები ივნისის შუა რიცხვებში იმერეთის რეგიონში გასვლით შეხვედრებს გამართავენ.