რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა - Palitra News

რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა

2026-06-04 09:59:13+04:00

რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა. იერიშების სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა. შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველები უკიდურესად რთულ პირობებში, განმეორებითი დარტყმების საფრთხის ქვეშ მუშაობდნენ. დაშავებულ მოქალაქეებს პირველადი დახმარება გაეწიათ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ფონზე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კონგრესის მიერ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დამტკიცების შესახებ სიახლე მალე იქნება.