ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტს მხარეები ეხმაურებიან - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტს მხარეები ეხმაურებიან

2026-06-04 09:59:45+04:00

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტს მხარეები ეხმაურებიან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა. მისი თქმით, ირანმა ამ კვირაში ამერიკელებს შეტყობინებები გაუგზავნა, რომელშიც მიუთითა, რომ აუცილებელია ბეირუთზე ისრაელის მხრიდან თავდასხმა აღიკვეთოს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება და რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულია ჰეზბოლას მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და სამხრეთ ლიბანიდან ჰეზბოლას ყველა აქტივისტის გაყვანაზე.