რა გზავნილები აქვს თბილისს ვაშინგტონისთვის - Palitra News

რა გზავნილები აქვს თბილისს ვაშინგტონისთვის

2026-06-04 12:51:00+04:00

ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტონს ინარჩუნებს - ამერიკის სახელწმიფო მდივანი პირდაპირ აცხადებს რომ ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებისთვის აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტრაექტორიის ცვლილება დაინახონ. არადა, ოფიციალური თბილისი უკვე დიდი ხანია აცხადებს რომ ის ვინც საკუთარი დამოკიდებულებები უნდა შეცვალოს ამერიკული მხარეა, რადგან ორმხრივი ურთიერთობა სწორედ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო ნაბიჯების გამო გაფუჭდა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მარკო რუბიოს გზავნილი ქართული ოცნებისთვის მძიმე რეალობის შეხსენებაა. მათივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი რომ თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები თბილისიდან, არ იქნება შემხვედრი ქმედება ვაშინგტონიდან.