დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯერჯერობით საპროტესტო აქიების შეწყვეტას არ აპირებენ - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯერჯერობით საპროტესტო აქიების შეწყვეტას არ აპირებენ

2026-06-04 12:51:43+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ ახალი მედიკამენტების შემოტანის მოლოდინში არიან. მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც მხარეებმა დაავადების მკურნალობის დასავლური სტანდარტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს, მშობლებს აქვს იმედი რომ რამდენიმე თვიანი დილემა მათ სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა ვიდრე მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი არ ექნებთა მშობლები საპროტესტო აქიების შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ პროტესტი არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული არაა. საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე ბოლო პერიოდში აქტიურად „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა. მათი განცხადებით, ზოგიერთი აქტორი ბავშვების თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.