„მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, - თბილისი უკვე მეთექვსმეტედ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს - Palitra News

„მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, - თბილისი უკვე მეთექვსმეტედ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს

2026-06-04 12:52:46+04:00

თბილისი უკვე მეთექვსმეტედ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილია „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ხელისუფლების წარმომაგდენლებმა ტრიბუნიდან აღნიშნეს, რომ ქართული ოცნებისთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება და პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება. სიტყვით გამოსვლისას კრიტიკაც მოვისმინეთ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად იჩენს ტენდენცია, როცა გლობალურ იდეოლოგიაზე მორგებას ქება-დიდება მოჰყვება, ხოლო ლიბერალური ინტერნაციონალიზმის კრიტიკას სტიგმა და დევნა.