რატომ დაიძაბა ერევანასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები - Palitra News

რატომ დაიძაბა ერევანასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები

2026-06-04 12:53:38+04:00

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ტიტოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში, შედეგები, პირველ რიგში, სომხეთის ეკონომიკაზე იმოქმედებს და შესაძლოა, როგორც ენერგეტიკის, ასევე სურსათის ბაზრებზეც აისახოს. ტიტოვის თქმით, სომხეთისთვის ენერგორესურსების ფასები შესაძლოა ევროპულ დონეს მიუახლოვდეს, ხოლო შიდა ბაზარზე სურსათის ფასები შესაძლოა გაიზარდოს. როგორც ცნობილია, რუსეთმა სომხეთიდან გარკვეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი შეზღუდა. თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ შეხვდება. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყოფილი მაღალჩინოსნები რობერტ ქოჩარიანი, სამველ კარაპეტიანი და გაგიკ ცარუკიანი სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.