რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, რომელშიც ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დიდი პროგრესი უკრაინელებს აქვთ. ბოლო ცნობებით, უკრაინამ დრონებით შეუტია სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში მდებარე სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნავთობტერმინალი. ინციდენტი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ფონზე მოხდა, სადაც უახლოეს დღეებში სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვა. საპასუხოდ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. ამ ფონზე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მარკო რუბიო ამბობს, რომ კონგრესის მიერ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დამტკიცების შესახებ სიახლე მალე იქნება. . თემის დეტალებზე ვრცლად ლაკო ვარშანიძე ისაუბრებს.