აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეზღუდავს დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით - Palitra News

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეზღუდავს დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით

2026-06-04 12:55:20+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეზღუდავს დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით. რეზოლუცია 215 ხმით მიიღეს 208 ხმის წინააღმდეგ. რეზოლუციას მხარი ასევე დაუჭირა ოთხმა რესპუბლიკელმა კობგრესმენმა. უცხოური მედია იტყობინება, რომ დემოკრატი კონგრესმენები კვირების განმავლობაში ითხოვდნენ აღნიშნული რეზოლუციის მიღებას, ბოლო პერიოდში კი მათ პოზიციას სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი უერთდებოდა. რეზოლუციის ძალაში შესვლისთვის სენატის დამტკიცებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეცემა. სენატში ამ საკითხზე კენჭისყრა მარტისა და აპრილის თვეებში რამდენჯერმე ჩაიშალა.