"ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა - Palitra News

"ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

2026-06-04 12:56:14+04:00

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჭაჭუნას, მარიამჯვრის, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“.