ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2026-06-04 13:31:31+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ კიდევ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.