ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, მტრები შიდა განხეთქილების გაღვივებას ცდილობენ - Palitra News

ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, მტრები შიდა განხეთქილების გაღვივებას ცდილობენ

2026-06-04 13:35:37+04:00

ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, მტრები შიდა განხეთქილების გაღვივებას ცდილობენ. მოჯთაბა ხამენეის წერილი ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

მოჯთაბა ხამენეიმ ირანის მოსახლეობას ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ, მტრები ხალხის სიმტკიცის შერყევასა და შიდა განხეთქილების გაღვივებას ცდილობენ“, - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის მიმართვაში.