ფასების საერთო დონე საქართველოში შარშანდელთან შედარებით 5,7%-ით არის გაზრდილი. ხოლო 2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ საქართველოში 0.3%. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ თვის ჭრილში ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში 3.2 პროცენტით, ასევე ფასები გაზრდილია ერთი თვის განმავლობაში ხილზე, მინერალურ წყალსა და უალკოფოლო სასმელებზე. თუმცა, ყველაზე საინტერესო დინამიკას მაინც წლიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი იძლევა, სადაც სახეზეა გაძვირება თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფზე. ასე მაგალითად, შარშანდლთან შედარებით სურსათი გაძირებულია 5.2 პროცენტით. ამაში შედის თევზეული, რომლის ფასი გაზრდილია 20.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რომელიც გაძვირებულია 10.1 პროცენტით, პურის ფასიც კი გაზრდილია 7 პროცენტით, ხილი და ყურძენი- 6.5 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 6.1 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 15.1 პროცენტით. კომუნალური დანახარჯების ფასი, რაშიც შედის საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, ფასები მომატებულია 7 პროცენტით. ფასები ასევე გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე, მაგალითად სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა გაძვირდა 7.7 პროცენტით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურება 1.4 პროცენტით.