საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის მშენებლობას აანონსებენ. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენა გუშინ გაიმართა და ამავე დღეს დაიწყო წინასწარი გაყიდვები.