გრიგოლ გეგელია - აშშ რეჟიმს აძლევს დადებითი ურთიერთობების შანსს, მაგრამ ამ შესაძლებლობას გააჩნია კონკრეტული ფასი - ბურთი „ქოცების“ მოედანზეა, მაგრამ „ქოცები“ არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს - Palitra News

გრიგოლ გეგელია - აშშ რეჟიმს აძლევს დადებითი ურთიერთობების შანსს, მაგრამ ამ შესაძლებლობას გააჩნია კონკრეტული ფასი - ბურთი „ქოცების“ მოედანზეა, მაგრამ „ქოცები“ არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს

2026-06-04 14:00:33+04:00

ამერიკა რეჟიმს აძლევს დადებითი ურთიერთობების შანსს, მაგრამ ამ შესაძლებლობას გააჩნია კონკრეტული ფასი - ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნის და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან რევერანსების შეწყვეტა, ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გზავნილებს საქართველოსთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება „რეჟიმის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გარეშე“.

„მარკო რუბიოს განცხადებამ სრული სიზუსტით, ყველა დეტალის გახსნით, სიცხადე მოფინა მანამდე გაკეთებულ აშშ-ს საელჩოს განცხადებას და ამერიკული დელეგაციების მიერ, ქართული ხელისუფლებისთვის ნათქვამ კონკრეტულ მოთხოვნებს! ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ამბობს სისტემატურად, ბოლო თვეების განმავლობაში - არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება რეჟიმის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გარეშე; ამერიკა რეჟიმს აძლევს დადებითი ურთიერთობების შანსს, მაგრამ ამ შესაძლებლობას გააჩნია კონკრეტული ფასი; რუბიოს და ამერიკული მხარის წინადადებები არის მარტივად გასაგები და ნათელი. პირადად მე და „ლელოს“ გუნდმა საზოგადოებას არაერთხელ გავაცანით ის თუ რა არის ეს ფასი. ეს არის: ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნის და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან რევერანსების შეწყვეტა, ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილური, ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტების საარსებოდ, რომელშიც მონაწილეობას შეძლებენ თავისუფალი არჩევნების შედეგად გამორჩეული დემოკრატიული ოპოზიციური ჯგუფები.

ეს არის ის მკაფიო ნუსხა საკითხებისა, რომელზე მოქმედების გარეშეც არ მოხდება არავითარი სტაბილიზაცია და არ მოხდება არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა. ბურთი არის „ქოცების“ მოედანზე, მაგრამ „ქოცები“ არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს.

სამწუხაროდ, პროპაგანდა, პრემიერად წოდებული კობახიძე და რიგი ოპოზიციონერები უაზროდ ავითარებენ სიების აღდგენის თეორიას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-ის რეალური მოთხოვნების გადასაფარად სჭირდება. თუმცა აშშ-ის მოთხოვნებს ვერ გადაფარავენ პრიმიტიული პროპაგანდით.

არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან მეგობრობის შეწყვეტა, ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა! - ეს არის გამოსავალი და ის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც არავითარი ნორმალიზება არ მოხდება.

მინდა ყველამ იცოდეს, როგორც ამ რეჟიმმა, ასევე ზოგიერთმა კოლეგამ, რომელიც არის ჩართული ჩვენთვის გაუგებარ რიტორიკაში, რომ სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკაა! გემს მიხედეთ, ბატონებო, გემს!“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედს გამოთქვამს, რომ აშშ საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს. შესაბამისი განცხადება მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა. მისივე თქმით, „მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რაც მიგვანიშნებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ - გვკითხეს, რა იქნება საჭირო, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას