სომხეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის კურსი უნდა აირჩიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„სომხეთის ხელმძღვანელობის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ერევანში ორ სკამზე [ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი] ჯდომას აპირებენ, მისაღები არავისთვის არის“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი სომხეთისთვის ევროკავშირისკენ გზის დაფინანსებას არ აპირებს.
„ეს კავშირი როგორც ჩვენი, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ღიად მტრულ პოლიტიკას ატარებს და კიევის ტერორისტებს მხარს უჭერს. ის არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ მათ აფინანსებს კიდეც“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.