ირაკლი კობახიძე დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება - Palitra News

ირაკლი კობახიძე დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

2026-06-04 15:32:14+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება.

როგორც დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 16:00 საათზე დაიწყება.

„დღეს, 4 ივნისს, 16:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძესა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის პირველი შეხვედრა გუშინ, 3 ივნისს გაიმართა.