"ქართული ოცნება" ოპოზიციას პროტესტის პოლიტიზებაში სდებს ბრალს - რას ამბობენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები - Palitra News

"ქართული ოცნება" ოპოზიციას პროტესტის პოლიტიზებაში სდებს ბრალს - რას ამბობენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები

2026-06-04 15:46:28+04:00

თითქმის ორთვიანი პროტესტის შემდეგ, პირველად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. მორიგი შეხვედრა ორ დღეში უნდა გაიმართოს. მხარეებმა დაავადების მკურნალობის დასავლური სტანდარტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს, მშობლებს გაუჩნდათ იმედი რომ რამდენიმე თვიანი დილემა მათ სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა ვიდრე მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი არ ექნებთა მშობლები საპროტესტო აქიების შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ პროტესტი არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მართული არაა. საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე ბოლო პერიოდში აქტიურად „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა. მათი განცხადებით, ზოგიერთი აქტორი ბავშვების თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს