ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში წინსვლის მოლოდინი აქვს, როგორც ქართულ მხარეს, ისე ოფიციალურ ვაშინგტონს, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს შემთხვევაში, ტრაექტორიის ცვლილების დანახვა სურს. ოფიციალური თბილისი კი აცხადებს, რომ გამოსასწორებელი არაფერია, გარდა იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რომელიც, როგორც ამბობენ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, საქართველოსთან ურთიერთობაში შეინიშნებოდა. როგორც ხელისუფლებაში აღნიშნავენ, გზამკვლევზე მუშაობისას აუცილებელია, ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და პარტნიორული თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემას დაეფუძნოს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ვიდრე თბილისი საკუთარი პოლიტიკის გადახედვის მზაობას არ აჩვენებს, ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ იქნება.