ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს მოაწესრიგებს - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს მოაწესრიგებს

2026-06-04 15:49:38+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს მოაწესრიგებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, გამორიცხული იქნება შესყიდვებიდან კორუფციული გარიგებები. ირაკლი კობახიძის თქმით, პროცესი გამჭვირვალე იქნება, ახალი სამსახური კი ხელს შეუწყობს, ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას.