საია-მ ახალი პუბლიკაცია სახელწოდებით - “პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში, როგორც უფლების არამართლზომიერად შეზღუდავის საშუალება“ გამოაქვეყნა. დოკუმენტი დეტალურად მიმოიხილავს 2024 წლიდან დღემდე ქვეყანაში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, კანონმდებლობას მმართველი გუნდი საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს. საია-ს შეფასებითვე, მიღებული აქტები მკვეთრად ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრების, გამოხატვის, გაერთიანებისა და მედიის თავისუფლებას. დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. მათ შორისაა, ე.წ. FARA და გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებისა და სასამართლოებში ვიდეო -ფოტო გადაღება აკრძალვა.