სომხური მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ შესახებ, რომლის პარაფირებაც მაისში, ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიტისას შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი განმარტებით, დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება რატიფიკაციისთვის მზადაა.