ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში  გაემგზავრნენ - Palitra News

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში  გაემგზავრნენ

2026-06-04 15:57:38+04:00

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი აღნიშნულ ღონისძიებაში მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წლებში მათ წარმატებით იასპარეზეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ღონისძიება 6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში გაიმართება. სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სამხედროების გარდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების ათასზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. ღონისძიება მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება.