7 ივნისს სომხეთი საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, სადაც, არსებული გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვების მთავარი ფავორიტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ძალაა.
ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში პირველი გეგმიური საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებულიყურადღებით აკვირდებიან. წინასწარი მონაცემები მიანიშნებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას ლიდერის პოზიციების შენარჩუნების რეალური შანსი აქვს.
ამავდროულად, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ექსპერტების ნაწილი საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო გავლენისა და ჩარევის რისკებზეც საუბრობს.
არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მომავალ კურსზე. მთავარი კითხვა კი ის არის, შეინარჩუნებს თუ არა ფაშინიანის გუნდი მმართველ პოზიციებს, თუ სომხეთში ახალი პოლიტიკური რეალობის ფორმირება დაიწყება.