თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს - Palitra News

თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს

2026-06-04 21:02:19+04:00

თბილისი უკვე მე-16-ედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის მთავარი თემა წელს სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვაა.

ფორუმზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ განისაზღვრება და პროგრესისთვის აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხო გარემო და ხარისხიანი განათლება. მათი თქმით, სწორედ ამ მიმართულებებზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფო პოლიტიკაში.

ღონისძიებაზე კრიტიკული შეფასებებიც გამოითქვა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საერთაშორისო ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში გლობალურ იდეოლოგიურ ჩარჩოებთან თანხვედრას დადებითი შეფასება მოსდევს, ხოლო განსხვავებული შეხედულებების გამოხატვა სტიგმისა და ზეწოლის მიზეზი ხდება.

ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს აერთიანებს, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.