თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს - როგორია ოპოზიციური სპექტრის შეფასებები - Palitra News

თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს - როგორია ოპოზიციური სპექტრის შეფასებები

2026-06-04 21:10:20+04:00

საქართველოსა და აშშ-ს მთავრობები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობებზე საუბრობენ, თუმცა მხარეებს არსებული ვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ.

როგორც ოფიციალურ ვაშინგტონში, ისე თბილისში ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი ნამდვილად არსებობს, თუმცა ამერიკული მხარე საქართველოსგან გარკვეული პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილების დანახვას ელოდება. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ პრობლემა ქვეყნის პოლიტიკაში არ არის და ურთიერთობების გაუარესება წინა ამერიკული ადმინისტრაციის პერიოდში არსებული მიდგომების შედეგია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამომავლო თანამშრომლობის გზამკვლევი ორივე ქვეყნის ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს და პარტნიორობა ურთიერთპატივისცემის პრინციპით უნდა განვითარდეს.

ოპოზიციის შეფასებით კი, თბილისი თუ საკუთარ პოლიტიკურ კურსს არ გადახედავს, ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობების არსებითი გადატვირთვა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.