რა ფორმით შეიძლება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს - Palitra News

რა ფორმით შეიძლება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს

2026-06-05 09:20:43+04:00

რა ფორმით შეიძლება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს?! მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე საუბრობს, არსებული ვითარების შეფასებაში განსხვავებული პოზიციები აქვთ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესება აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგია. მათი განცხადებით, სამომავლო თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ინტერესებს, პარტნიორულ ურთიერთობასა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. მეორე მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისიდან კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართულებით პროგრესის დანახვას ელოდება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კურსის შეცვლის გარეშე, ვაშინგტონთან ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე საუბარი რთულია. მათი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აშშ-ისა და დასავლელი პარტნიორების დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაშია.