მოაქვს თუ არა შედეგი ხელისუფლების ანტიკორუფციულ პოლიტიკას? საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთიანი, ორგანიზებული შესყიდვების სამსახური შეიქმნა, რომელიც შესყიდვების პროცესის ცენტრალიზაციასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტრუქტურის მთავარი მიზანი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მექანიზმების დახვეწა, პროცესების გამჭვირვალობის გაზრდა და კორუფციული რისკების შემცირებაა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკორუფციული პოლიტიკა შედეგიანია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება. ოპოზიციაში კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის პრობლემა კვლავ არსებობს, ხოლო ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეები სისტემურ ცვლილებებზე არ მიუთითებს.