საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა - Palitra News

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

2026-06-05 09:22:50+04:00

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება. საპროკურორო საბჭოსთვის გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილ ანგარიშში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ცალკეული ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა.