რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა - Palitra News

რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა

2026-06-05 12:01:53+04:00

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.