სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - ჩვენთვის მთავარია, ძირეული ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ.
„ჩვენთვის გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, მათ შორის, ამერიკულ - ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია, ძირეული ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება სტრატეგიულ უშუალოდ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს აგვისტოს საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომ საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან არის სრული კონსენსუსი არამხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკელების მხრიდანაც, რომ ის იყო ცარიელი, არაფრის მთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი. ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ორივე ხალხისთვის ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ საერთო მიდგომა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.