დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების რიგით მეორე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან წარმატებით დასრულდა. მშობლების თქმით, ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ახლა მუშაობა დაიწყება კონკრეტულ 2 მედიკამენტზე, რომელიც 2 თვის ვადაში უკვე საქართველოში იქნება.. მშობლები ყოველდღიურ აქციებს ასრულებენ, ხოლო, კვირას მადლობის მარშს გამართავენ. პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ მედიკამენტების შემოტანის საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანოს და პროცესი მხოლოდ დაპირებით არ უნდა დამთავრდეს.