აშშ-ის თავდაცვის აქტში საქართველო - ჯო უილსონის ახალი შესწორებები და განცხადებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

აშშ-ის თავდაცვის აქტში საქართველო - ჯო უილსონის ახალი შესწორებები და განცხადებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2026-06-05 12:34:05+04:00

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა და "საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების" შესახებ. შესწორების ინიციატორი MEGOBARI აქტის პროექტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს, საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების დაკავებების საკითხზე და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა დაისვას მაღალ დონეებზე, საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან. თემაზე ვრცლად მაგდა ბლუაშვილი ისაუბრებს.