4 ოქტომბრის საქმე - რამდენი ბრალდებული გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას - Palitra News

4 ოქტომბრის საქმე - რამდენი ბრალდებული გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას

2026-06-05 12:39:01+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიოდზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. უწყება აღნიშნულ შეთანხმებას მხოლოდ აღიარებისა და მონანიების საფუძველზე თანხმდება. უფრო კონკრეტულად, 15 პირიდან, რომელ და რამდენ ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება, ეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულ პირებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მყხლენით აქვთ ბრალდება წარდგენილი. ბრალდებულებს შორის არის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილიც.