დესტრუქციული ოპოზიციის წევრები ისე არიან ერთმანეთზე წაკიდებული და დაპირისპირებული, იმდენად ლანძღვა-გინებაში არიან ერთმანეთის მიმართ, რომ ხელით რომ შეეხონ ერთმანეთს, არც იქნება გასაკვირი - შესაძლოა, ეს გაერთიანება, ამ სახელწოდებით დაიშალოს, თუმცა ამით არაფერი იცვლება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის ცალკეულ პარტიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად ღვივდება.
“აბსოლუტურად არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რა დღეს შერქმეული სახელით იქნებიან ისინი წარმოდგენილი. სინამდვილეში ესენი არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წევრები, რომლებიც დღეს ლიდერობისთვის იბრძვიან. იმდენად არიან წაკიდებულები ერთმანეთს, რომ ხელითაც რომ შეეხონ ერთმანეთს, გასაკვირი არ იქნება. აქ ფაქტია, რომ ამ დღევანდელმა პოლიტიკურმა მოცემულობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა ის უაღრესად ნეგატიური სახე, რაც მათ რეალურად აქვთ. სამშობლო არავის აინტერესებს, საქართველოზე არავინ ზრუნავს. ზრუნავენ იმაზე, ვინ იქნება პირველი დესტრუქციაში და ქვეყნისადმი მტრულ შინაარსში. მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ეს გაერთიანება, ამ სახელწოდებით, დაიშალოს, თუმცა ამით ბუნებრივია, არაფერი იცვლება. ეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წევრები ასეთად რჩებიან,” - განაცხადა მათიკაშვილმა.