აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში ორი შესწორება შედის, რომელიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას და "საქართველოში მოქმედ რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელებს ეხება. შესწორების ინიციატორი MEGOBARI აქტის პროექტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს, საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების დაკავებების საკითხზე. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრს ავალებს, აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ. როგორ ეხმაურებიან საკითხს საქართველოში?