საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს.რვავე პირმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მტკიცებულებები უდაოდ გახადა. დანარჩენმა პირებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ 4 ოქტომბერს, საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზად არის, ნებისმიერ პირს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი ბრალს აღიარებენ და თავს დამნაშავედ ცნობენ.