ვლადიმერ პუტინი - ზელენსკიმ ახსენა ჩემი ასაკიც - ჩემ ასაკში ბევრი სხვა პოლიტიკოსიც ასრულებს თავის ფუნქციებს და ზოგიერთი ჩემზე უფროსიც, მთავარი ასაკი არაა, მთავარი ქმედითუნარიანობა და შრომისუნარიანობაა - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - ზელენსკიმ ახსენა ჩემი ასაკიც - ჩემ ასაკში ბევრი სხვა პოლიტიკოსიც ასრულებს თავის ფუნქციებს და ზოგიერთი ჩემზე უფროსიც, მთავარი ასაკი არაა, მთავარი ქმედითუნარიანობა და შრომისუნარიანობაა

2026-06-05 20:29:14+04:00

თუ ძალაუფლებას კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა ფლობ, ამას ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს გამოეხმაურა.

„[ზელენსკიმ] ყურადღება მიაქცია არჩევით თანამდებობებზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ არჩევნებზე უნდა გახვიდე, არ უნდა გეშინოდეს, და ყოველთვის მთავარია კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდე…

ვინაიდან თუ ძალაუფლებას კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა ფლობ, ამას ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

მან [ზელენსკიმ] ახსენა… ჩემი ასაკიც. რა შეგვიძლია ვთქვათ? რა თქმა უნდა, ასაკზე ყველამ უნდა იფიქროს, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს ასაკში ბევრი სხვა პოლიტიკოსიც ასრულებს თავის ფუნქციებს, და ზოგიერთი ჩემზე უფროსიც. მთავარი ასაკი არაა. მთავარი ქმედითუნარიანობა და შრომისუნარიანობაა”, - განაცხადა პუტინმა.