დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული მეორე შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.
მშობლების ინფორმაციით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მუშაობა ორ კონკრეტულ მედიკამენტზე დაიწყება, რომელთა ხელმისაწვდომობაც საქართველოში უახლოეს პერიოდში იგეგმება. მათი თქმით, პროცესის საბოლოო ეტაპი დაახლოებით ორ თვეში უნდა დასრულდეს.
რამდენიმეთვიანი პროტესტისა და უწყვეტი მოთხოვნების შემდეგ, მშობლები აცხადებენ, რომ მათი ბრძოლა შედეგიანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური საპროტესტო აქციები დასრულდება.
მიღწეული შეთანხმების აღსანიშნავად, დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახები კვირას მადლობის მარშის გამართვას გეგმავენ. რა ეტაპზეა მედიკამენტების შემოტანის პროცესი და რა მოლოდინები აქვთ მშობლებს.