ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ომის დამთავრებისა და პირისპირ შეხვედრის შეთავაზებით წერილი გაუგზავნა - ამის საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს წერილის ტექსტი უკვე გადაეცა და პუტინი მას გაეცნო. პესკოვის განცხადებით, პუტინს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო ლიდერების გამოხმაურებების შესახებ, თუმცა კრემლს რუსეთის პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ზელენსკის საჯარო გზავნილის მთავარი შინაარსი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასრულების შესაძლებლობასა და ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას უკავშირდება.
ჯერჯერობით უცნობია, უპასუხებს თუ არა მოსკოვი ოფიციალურად შეთავაზებას და გადაიზრდება თუ არა ინიციატივა მხარეებს შორის შესაძლო მოლაპარაკებების ახალ ეტაპად.