უნგრეთის მთავრობა დღეიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს - როგორ ეხმაურებიან გადაწყვეტილებას საქართველოში - Palitra News

უნგრეთის მთავრობა დღეიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს - როგორ ეხმაურებიან გადაწყვეტილებას საქართველოში

2026-06-05 21:18:23+04:00

უნგრეთის მთავრობა დღეიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს.

გადაწყვეტილება უცხოელი მუშახელის ნაკადების რეგულირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება არსებული მექანიზმი, რომელიც კომპანიებს ამ ქვეყნებიდან დასაქმებულების გამარტივებული წესით მოწვევის შესაძლებლობას აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში უკვე დასაქმებულ უცხოელ მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენისა და ნებართვების გახანგრძლივების მოთხოვნით შესაბამისი განაცხადების შეტანა შეეძლებათ.

მთავრობა მიმდინარე ცვლილებებს უფრო ფართო და გრძელვადიანი რეფორმის საწყის ეტაპად აფასებს. მანამდე პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია „ტიზა“ აცხადებდა, რომ ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემა უნდა შეჩერებულიყო.

ახალი რეგულაციები, ხელისუფლების შეფასებით, შრომის ბაზრისა და მიგრაციული პოლიტიკის გადახედვის პროცესის ნაწილია.