შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის სანაპირო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად მყოფ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემ DURU 67-ზე თავდასხმა 5 ივნისს განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა.
მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემი ჩაიძირა, ხოლო დაშავებულების ევაკუაცია ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა განახორციელა.