რუსთავის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ერთ-ერთის მძღოლი დაიღუპა - Palitra News

რუსთავის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ერთ-ერთის მძღოლი დაიღუპა

2026-06-06 12:15:55+04:00

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: 24News.ge